ცხოველის უცხოეთში გაგზავნის გზამკვლევი [English below]
რა დაგჭირდებათ იმისათვის, რომ ცხოველი გაამგზავროთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ან ამერიკაში:
- შინაური ცხოველის ვეტერინარული პასპორტი;
- სრული ვაქცინაცია (ცოფი და კომპლექსური აცრები);
- ჭიაზე დამუშავება;
- მიკროჩიპირება;
- ცოფის ანტისხეულებზე ანალიზი (0,5 დამაკმაყოფილებელი ტიტრი);
- ჯანმრთელობის სერთიფიკატი, რომელსაც ცოფის ანტისხეულებზე ანალიზის აღებიდან 3-თვიანი კარანტინის გასვლის შემდეგ აღნიშნულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გასცემს სურსათის ეროვნული სააგენტო (ვეტ დეპარტამენტი).
- გაერთიანებულ სამეფოში ასევე დაგჭირდებათ ბრუცელოზის ტესტი.
Ცხოველის მოსამზადებელი ეტაპები:
- ვეტერინარულ კლინიკაში აიღებთ ცხოველის პასპორტს. ფასი დაახლოებით 20 ლარი.
- კლინიკაში დაამუშავებენ ჭიაზე, რაც აისახება პასპორტში. 10 დღეში ჭიაზე მეორედ დაამუშავებთ კლინიკაში. ფასი დაახლოებით 10 ლარი ორივე დამუშავებისთვის.
- კლინიკაში ცხოველს ჩაუდგამთ მიკროჩიპს (ესაა სწრაფი, უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცედურა). მიკროჩიპის ნომერი აისახება პასპორტში. გაითვალისწინეთ, რომ მიკროჩიპირება აუცილებლად წინ უნდა უსწრებდეს ცოფის აცრას. Წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა სხვა დოკუმენტი ჩაითვლება არავალიდურად. ფასი დაახლოებით 50 ლარი.
- კლინიკაში ჩაუტარებთ და პასპორტში ასახავთ ორ კომპლექსურ და ერთ ცოფის აცრას. პირველ და მეორე კომპლექსურ აცრას შორის 3-კვირიანი ინტერვალი უნდა დაიცვათ. ჩვენი რეკომენდაციაა, ცოფისა და კომპლექსური აცრა ერთ დღეს არ გაუკეთოთ, რომ ანტისხეულების გამომუშავებას არ შეუშალოთ ხელი. ასევე, ჩვენი რეკომენდაციაა, დაიწყოთ კომპლექსური აცრებით, რადგან ქვეყანაში გავრცელებულია ვირუსები და უმჯობესია, დაიცვათ ცხოველი. ესაა აცრების თანმიმდევრობა, რომელსაც ჩვენ მივსდევთ: ჯერ 1-ლი კომპლექსური აცრა, 3 კვირის ინტერვალით მე-2 კომპლექსური აცრა, მე-2 კომპლექსური აცრიდან 10 დღის შემდეგ კი — ცოფის აცრა. სამივე აცრის ფასი დაახლოებით 100 ლარი.
- ცოფის აცრიდან მინიმუმ 30 დღის გასვლის შემდეგ ვეტერინარულ კლინიკაში აიღებთ ცხოველის სისხლის ანალიზს და მიიტანთ ლიმბახის ლაბორატორიაში, რომ ანალიზი გაიგზავნოს გერმანიაში და დადგინდეს ცოფის ანტისხეულების ტიტრი (ანუ გამოიმუშავა თუ არა ცხოველმა იმუნიტეტი ცოფზე). ფასი დაახლოებით 500 ლარი (ლიმბახის გამოყენების შემთხვევაში). არასაკმარისი ტიტრის შემთხვევაში ცხოველი თავიდან იცრება ცოფის საწინააღმდეგოდ და 30 დღეში ხელახლა ვიღებთ სისხლის ანალიზს.
- ევროკავშირისა და ამერიკის კანონმდებლობა გვავალდებულებს 3-თვიან კარანტინს. კრანტინის ვადის გასვლა აითვება ცოფის ანტისხეულების ტიტრის დასადგენად სისხლის აღების რიცხვიდან და არა გაგზავნის ან პასუხის ჩამოსვლის თარიღიდან. გაეცანით ევროპის გზამკვლევს.
- ამერიკის კანონმდებლობა ძაღლების შემთხვევაში, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, გვავალდებულებს:
- 7.1. დაავადებათა კონტროლის ცენტრის CDC ფორმის (Dog Import Form) შევსებას. ივსება მეპატრონის მიერ გამგზავრების წინ (სასურველია გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე შევსება). მგზავრობის თარიღის ან ამერიკაში შესვლის ადგილის ცვლილების შემთხვევაში ფორმა ივსება თავიდან. ფორმის შევსების დასრულებისთანავე შევსებული აპლიკაცია გვეგზავნება მეილზე. აუცილებელია თან ვიქონიოთ ამობეჭდილი ან ელექტორნული ვერსია. ცხოველის მეპატრონემ იმპორტის ფორმის შევსებისას უნდა ატვირთოს ძაღლის ფოტოები ისე, რომ მკაფიოდ ჩანდეს სახე და სხეული (შესაძლოა დაგჭირდეთ ძაღლის კბილების ფოტოც). ერთ წლამდე ძაღლების შემთხვევაში ფოტოები უნდა იყოს გადაღებული მოგზაურობამდე არა უგვიანეს 15 დღისა.
- 7.2. A Certification of Foreign Rabies Vaccination and Microchip form ივსება ცხოველის ვეტერინარის მიერ და დასტურდება სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ექსპორტის დოკუმენტაციის შევსების დროს (ფორმას ნახავთ აქ). დოკუმეტი ივსება არა უგვიანეს 30 დღისა მგზავრობამდე. აღნიშნული ფორმა გამოიყენება ერთჯერადი შესვლისთის და ყოველ ჯერზე დაგჭირდებათ ახლის შევსება.
- 7.3. ცხოველის მეპატრონე ვალდებულია აშშ-ში შესვლის შტატის მიხედვით წინასწარ დაარეგისტრიროს ცხოველი შესაბამისი შემოწმებისთის, სადაც ცხოველის ზოგად ჯანმრთელობას შეამოწმებს ვეტერინარი ექიმი და ჩაუტარებს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. შემოწმება უნდა დაინიშნოს იმ შტატში, რომელშიც ცხოველი ჩაფრინდება. შტატების მიხედვით საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულში. რეზერვაციას ახდენს ცხოველის მეპატრონე ან ცხოველის ქვეყანაში შემყვანი ამ ბმულზე. თუ ძაღლს არ აქვს ცოფის ანტისხეულების ანალიზი, მაშინ რეზერვაციაში უნდა მოითხოვოთ 28-დღიანი კარანტინიც.
- 7.4. ძაღლი ამერიკაში შეყვანისას უნდა იყოს ჯანმრთელი. ადგილობრივ ვეტერინარს შემოწმებისას დაავადებებზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში უფლება აქვს, მოათავსოს ძაღი კარანტინში, მოითხოვოს რეექსპორტი ან დაძინებაც კი.
- 7.5. აშშ-ში ძაღლის შეყვანისას ძაღლი უნდა იყოს არა უმცირეს 6 თვის ასაკისა.
მნიშვნელოვანია, დააზუსტოთ, ხომ არ აქვს დამატებითი მოთხოვნები შტატს, რომელშიც ჩაფრინდებით. სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს.
- კატების შემთხვევაში აშშ-ს კანონმდებლობა არ ითხოვს, თუმცა რეკომენდაციას უწევს მიკროჩიპირებასა და ცოფზე აცრას. მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია, დააზუსტოთ, ხომ არ აქვს დამატებითი მოთხოვნები შტატს, რომელშიც ჩაფრინდებით.
- როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე ამერიკაში გაფრენამდე 3 დღით ადრე, ადგილობრივ ვეტერინარულ კლინიკაში, ცხოველს უნდა ჩაუტარდეს დეჰელმენთიზაცია (ჭიაზე დამუშავება), რაც აისახება მის პასპორტში. ფასი დაახლოებით 5 ლარი.
- ფრენამდე მივდივართ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარულ დეპარტამენტში და ვიღებთ ჯანმრთელობის სერტიფიკატს. სერტიფიკატში ფიქსირდება ცხოველის პატრონი — ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც ფრენაზე მიჰყავს ცხოველი. ფასი 200 ლარი.
გაითვალისწინეთ, რომ გაერთიანებულ სამეფოში და კანადაში ცხოველის წაყვანა უფრო რთულია და როგორც წესი საჭიროა, თავად პატრონს მიყავდეს ძაღლი და არა მოხალისეს. გაერთიანებული სამეფო ითხოვს ბრუცელოზის ტესტსაც. ჩვენი გამოცდილებით, გაერთიანებულ სამეფოში სტანდარტული სამგზავრო რეისით ჩაფრენა ცხოველს არ შეუძია. ჩაფრენა შეუძლია მხოლოდ როგორც ე.წ. manifest cargo. სანაცვლოდ შეგიძლიათ, შეიყვანოთ ბორნით ან Eurotunnel-ით. შვეიცარია ზემოაღნიშნულის გარდა ასევე ითხოვს გაფრენამდე 3 კვირით ადრე ფორმის შევსებას.
აუცილებელია, დოკუმენტები წესრიგში იყოს. ერთი ციფრის შეშლის შემთხვევაშიც ქვეყანას აქვს უფლება, ცხოველი არ შეუშვას ან მოითოხოვს მისი დაძინება ან გამობრუნება. ყოფილა შემთხვევებიც, როცა ცხოველი ყალბი დოკუმენტებით გაუგზავნიათ. ამან გამოიწვია დიდი ჯარიმები და სასაზღვრო შემოწმების გამკაცრება და შეაფერხა სხვა ცხოველების გაგზავნა.გთხოვთ, გადაამოწმოთ კონკრეტული ქვეყნის მოთხოვნები, განსაკუთრებით ცხოველის შეყვანის შემდგომ პროცედურებზე. როგორც წესი, პატრონებს აქვთ გარკვეული ვადა, რომ ეწვიონ ვეტერინარს და დაარეგისტრირონ ცხოველი.
ფრენის დეტალები
ცხოველისთვის ყიდულობთ ბილეთს, რომელიც მიბმულია მის თანამგზავრ ადამიანზე (პიროვნებაზე, რომელიც ჯანმრთელობის სერტიფიკატში ფიქსირდება ცხოველის პატრონად).
Გამგზავრების ხარჯები დამოკიდებულია ავიაკომპანიაზე და ცხოველის ზომაზე.
Ფასები ორი ავიაკომპანიის მაგალითზე:
Georgian Airways: კაბინაში ასაყვანი 8 კილომდე ცხოველი 150 ევრო. Ბარგში ჩასაბარებელი 250 ევრო.
Lufthansa: კაბინაში ასაყვანი ცხოველი 90 ევრო. ბარგში ჩასაბარებელი 150 ან 200 ევრო. იხილეთ დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ბმული. რეგისტრაციიდან 48 საათში მიიღებთ დასტურს ან უარს. თუ პასუხი არ მოგივათ, დარეკავთ კომპანიაში.
თუ ცხოველის წონა 8 კილოგრამს არ აღემატება, ის შეგიძლიათ, თქვენთან ერთად კაბინაში შეიყვანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ჩააბარებთ ბარგში.
გაითვალისწინეთ, ბარგში მგზავრობის შემთხვევაში დაგჭირდებათ სპეციალური ცხოველის გადამყვანი კონტეინერი, რომლის ზომა განისაზღვრება შემდეგნაირად: ცხოველს უნდა შეეძლოს მწოლიარე მდგომარეობაში თავისუფლად ყოფნა, ფეხზე დგომის შემთხვევაში თავი არ უნდა ეხებოდეს კონტეინერს, უნდა შეეძლოს კონტეინერის შიდა სივრცეში თავისუფლად მოტრიალება.
Კაბინაში აყვანის შემთხვევაში დაგჭირდებათ ნაჭრის ან პლასტმასის ჩანთა (თუმცა ნაჭრის უფრო მოსახერხებელია), რომელიც ადვილად უნდა მოთავსდეს ადამიანის სავარძელის ქვეშ.
როგორც წესი, ავიახაზებს აქვთ შეზღუდული რაოდენობის ადგილი ცხოველებისთვის. ამიტომ გირჩევთ, ბილეთი დროულად შეიძინოთ. ბილეთიც და ჯანმრთელობის სერტიფიკატიც ფორმდება ფრენის მგზავრის სახელზე.
ავიაკომპანიებს აქვთ წესები და შეზღუდვები ცხოველის გადაყვანაზე, რომლის ნახვაც შეგიძლიათ მათ ვებგვერდზე: Აკრძალული ჯიშები, სამგზავრო ჩანთის თუ კონტეინერის ზუსტი ზომები და ფასები.
ამ ეტაპზე ცხოველები ვერ გადაჰყავს კომპანია Wizzair-ს. Lufthansa-ს ცხოველები გადაჰყავს მხოლოდ პირდაპირ რეისებზე.
როგორ ვიპოვოთ ცხოველის აყვანის მსურველი
გასაჩუქებელი ცხოველის აყვანის მსურველის პოვნა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპია. გირჩევთ, მოამზადოთ ცხოველის დოსიე საუკეთესო ფოტოებით, ისტორიითა და ისეთი დეტალებით, როგორიცაა მისი ზომა, ხასიათი, სტერილიზაციის სტატუსი და ა.შ.
იხილეთ ჩვენი ერთ-ერთი ნიმუში:
სთხოვეთ მეგობრებს უცხო ქვეყნებში, გამოაკრან დოსიე სამსახურებში ან საცხოვრებელ კორპუსებში და გაავრცელონ მეგობრებში. შეგიძლიათ, სცადოთ ვეტერინარულ ცენტრებთან ან საქველმოქმედო ორგანიზაციებთან დაკავშირებაც. ეცადეთ, აყვანის მსურველი ეძებოთ ისეთ ქვეყანაში ან ქალაქში, სადაც პირდაპირი რეისით შეძლებთ ცხოველის გამგზავრებას (გაითვალისწინეთ, რომ Wizzair-ს ცხოველები არ გადაჰყავს). ასეთი ქალაქებია: ფრანკფურტი, ამსტერდამი, მიუნხენი, ბერლინი და ვარშავა.
შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: zerostraysgeorgia@gmail.com.
—-
Things you will need to send an animal to EU member states or America:
- Veterinary passport of the pet;
- Complete vaccination (core and rabies);
- Deworming;
- Microchipping;
- Rabies antibody analysis (at least 0.5 IU/ml antibody titer);
- A health certificate issued by the Vet Department of the National Food Agency based on the above-mentioned documentation after a 3-month quarantine;
- If going to the UK, a brucellosis test.
Preparation checklist
- You will get a veterinary passport at a veterinary clinic. The price is about 20 GEL.
- The clinic will deworm the animal which will be reflected in the passport. In 10 days, you will repeat the procedure. The price is about 10 GEL for both treatments.
- In the clinic, the animal will be microchipped (this is a quick, safe and painless procedure). The microchip number is reflected in the passport. Note that microchipping must always precede rabies vaccination. Otherwise, all other documents will be considered invalid. The price is about 50 GEL.
- The animal needs to receive the two core and one rabies vaccination shots that will be reflected in their passport. You need to have a three-week gap between the first and the second core vaccines. We recommend that you don’t give the animal two vaccines (core and rabies vaccines) on the same day as it may impact their antibodies. We also recommend that you start with core vaccines since viruses are widespread in Georgia. This is the order of vaccines that we follow: we start with the first set of core vaccines, followed by a second set of core vaccines in three weeks, followed by rabies vaccination in 10 days. The price of all three vaccines is about 100 GEL.
- At least 30 days after the rabies vaccination (preferably 1 month after the vaccination), you will take a blood test from the animal at the veterinary clinic and bring it to the Mrcheveli Limbach Laboratory. They will send the analysis to Germany and determine the rabies antibody titer (i.e. whether the animal has developed immunity to rabies). Limbach’s price is about 500 GEL. If the animal doesn’t have enough antibodies, they receive the rabies vaccine again, and submit the blood again in 30 days.
- EU legislation also requires a 3-month quarantine. Quarantine starts on the day of blood collection for rabies antibody titer. Check out the European Guide.
- When it comes to dogs, the US law also requires us to:
- Obtain approval from the Centers for Disease Control (CDC). A special document is filled out by a person living in America and the future owner of the animal. If the date of entry changes, the form is filled again.
- Fill in the Dog Import Form. This form should be completed by the person importing (bringing) the dog into the United States (the importer, owner, or shipper). It’s recommended that you fill it in a few days before departure. If the departure date changes, the form is filled out again. You’ll receive your application via email, and it’s important to present its printed or digital version. When filling in the form, please upload a recent picture (jpg, png, gif files only) of the dog, showing its face and body. Dogs under one year old should have their photograph taken within 15 days before travel to the U.S.
- A Certification of Foreign Rabies Vaccination and Microchip form needs to be filled out by the veterinarian (accessible here). The form must then be endorsed by an official government veterinarian in the country where the dog is coming from (the exporting country). This needs to be filled out at least 30 days before departure.
- All foreign-vaccinated dogs that have been in a high-risk country must have a reservation at a CDC-registered animal care facility for examination and revaccination. The reservation needs to be in the State of entry. The importer of the dog makes a reservation here. If you do not have a valid rabies serology titer, this must include a 28-day quarantine reservation.
- The dog needs to be healthy upon entry. If the vet suspects zoonotic diseases, the CDC has the authorization to place the animal into quarantine, re-export or destroy the animal.
- At the time of entry, the dog needs to be at least 6 months old.
It’s important to check if the State has additional requirements. View the full information here.
- The US legislation does not require cats to have proof of vaccination or a microchip, but both are recommended. The cat needs to be healthy upon entry. It’s important to check if the State has additional requirements.
- Before the flight, we give deworming treatment to the animal again, which is reflected in its passport. The price is about 5 GEL.
- We go to the Veterinary Department of the National Food Agency and get a health certificate. The certificate records passport details of the person flying with the animal. This person is also considered the owner of the animal. The price is 200 GEL.
The animal is ready to travel to an EU member state or America. Note that it is more difficult to send animals to the UK and Canada as this usually requires the owner (rather than a volunteer) to travel with the animal themselves. The UK also requires a brucellosis test. In our experience, it’s not possible for animals to fly into the UK on regular flights. They can only fly in as manifest cargo. We recommend bringing an animal in through a ferry or Eurotunnel. Switzerland also requires an FSVO permit 3 weeks before departure.
Please, make sure that the documents are in order. If there is a discrepancy—such as an extra digit in the passport—the animal may be refused entry. There were also cases when animals were sent with false documents. This has led to heavy fines and stricter border checks, and has hampered the adoption of more animals.
Please, also make sure to double-check the specific requirements of a country, especially on registering the animal after entry. This usually involves a visit to the vet.
Flight details
The ticket you buy for the animal will be tied to the ticket of the person traveling with the animal (the same person whose name is listed in the health certificate).
Travel costs depend on the airline and the size of the animal. Examples of two airlines:
Georgian Airways: 150 euros for an animal up to 8 kg in the cabin. 250 euros to be deposited in the warehouse.
Lufthansa: pet in the cabin 90 euros. 150 or 200 euros to be checked in. Here’s detailed information and a registration link. You will receive a confirmation or rejection within 48 hours of registration. If you do not get an answer, you will call the company.
If the weight of the animal does not exceed 8 kilograms, you can bring it into the cabin with you. Otherwise, you will check the animal in with your luggage.
If the animal is traveling in luggage, you will need a special animal carrier. The size of the container has to follow the following logic: the animal must be able to lie down freely, its head must not touch the container when standing, and it must be able to turn freely inside the container.
If you take the animal into the cabin, you will need a soft or plastic carrier (though soft is more convenient) which should fit easily under the seat.
Usually, airlines have a limited amount of space for animals, so check in advance.
Airlines also have other restrictions like prohibited breeds or exact dimensions of the carrier.
Please note that Wizzair cannot transport animals at this stage. Lufthansa only carries animals on direct flights.
How to find forever families for rescues
Finding someone willing to adopt an animal is one of the most difficult stages of our work. We recommend that you prepare a dossier of the animal with the best photos, history and details such as its size, temperament, spay status, etc.
Check out one of our samples:
Ask friends in foreign countries to present the dossier in their offices or apartment buildings and distribute it among their friends. You can also try contacting veterinary centers or charities. Try to find a family in a country or city with direct flights to your city. Note that Wizzair doesn’t carry pets. Frequent direct flights from Tbilisi (that allow pets) include Frankfurt, Amsterdam, Munich, Berlin, and Warsaw.
If you have any questions, reach out to us at zerostraysgeorgia@gmail.com.